Thursday, December 6, 2012

გიგანტი ვირთხა

                                    ჩინეთში, ფუზჰოუში, სადაც 6 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ადგილობრივმა მცხოვრებმა ქსიან გიანგმა გიგანტი ვირთხა დაიჭირა. ვირთხა 6 ფუტს იწონის, მისი კუდის სიგრძე 24 სმ–ია. ადგილობრივების განმარტებით, გიგანტი ვირთხა მონსტრს ჰგავს. უზარმაზარი მღრღნელი ზოოპარკში მოათავსეს.

:)



წყარო
ვირთხა-ერთადერთი ძუძუმწოვარია, ადამიანის გარდა, რომელსაც შეუძლია სიცილი.

საინტერესო ფაქტები ვირთხებზე

ვირთხები, მართლაც ძალიან საინტერესო და ჭკვიანი არსებები არიან. ვფიქრობ უმრავლესობა იმ ფაქტებიდან , რომლებიც ქვემოთ მაქვს მოყვნილი ბევრისათვის უცნობი იქნება.

1.
ვირთხები დედამიწაზე გაჩნდნენ 48 მილიონი წლის წინათ, უფრო ადრე ვიდრე ადამიანები.

2.
ვირთხების რაოდენობა ჩვენს პლანეტაზე, ორჯერ მეტია ჩვენზე, ადამიანებზე.

3.
თუ ვირთხის ზომას გავადიდებთ ადამიანის ზომამდე და მის ჩონჩხს გავმართავთ , ვნახავთ , რომ ის ისევეა აწყობილი , როგორც ადამიანის ჩონჩხი და ძვლების დეტალების რაოდენობა ემთხვევა ადამიანისას.

4.
შუა საუკუნეების ევროპაში ერთერთი ეპიკოპოსის ბრძანეთით ვირთხები ეკლესიიდან განდევნილად გამოცხადდა.

5.
ვირთხას შეუძლია იცუროს ზედიზედ 3 დღის განმავლობაში და გაცუროს რამდენიმე კილომეტრი. (დაფიქსირებული რეკორდი 29 კილომეტრია)

6.
ვირთებს შეუძლიათ გადაადგილდნენ 10 კმ/სთ და იხტუნონ 80 სიმაღლეში, ხოლო აგრესიულ მდგომარეობაში კი – 2 მეტრი სიმაღლეშიც კი.

7.
ვირთხის გულისცემა არის წუთში 500

8.
ვირთხებს დღეში შეუძლიათ 10-15 კმ გავლა.

9.
ვირთხებს კბილები მთელი ცხოვრების განმავლობაში ეზრდებათ, ამიტომ ისინი მუდმივად რაღაცას ღრნიან, მათი გალესვისათვის.

10.
ვირთხები ადვილად ღრნიან ისეთ მყარ სუბსტანციებს, როგორიცაა ბეტონი და მეტალი.

11.
ვირთხები გამოსცემენ სტვენის მაგვარ ხმას, ულტრაბგერით დიაპაზონში, ეს არის ერთმანეთთან ურთიერთობის ფორმა და ისე რომ არ იპყრობენ მტაცებელის ყურადღებას. ამასთან ისინი უსტვენენ ყელით და არა ტუჩებით.

12.
ვირთხას ჭირდება 50 მილიწამი, რომ მიხვდეს თუ საიდან მოდის სუნი.

13.
ვირთხას წელიწადში სჭირდება 12 კგ საკვები, მაგრამ ეს შეუდარებელია იმ რაოდენობასთან , რასაც ის სკვებად უვარგისს ქმნის . სტატისტიკა ასეთია, რომ ყოველი მეექვსე ფერმერი კვებავს არ ადამიანს არამედ ვირთხებს.

14.
ვირთხას შეუძლია მოწამლული საკვების გარჩევა ჩვეულებრივისაგან , მაშინაც კი, როცა კონცენტრაცია საკვების არის, ერთი მილიონზე.

15.
ვირთხას შეუძლია იცოცხლოს წყლის გარეშე უფრო დიდხანს ვიდრე აქლემს და საერთოდ ნებისმიერ ძუძუმწოვარას.

16.
ვირთხები უძლებენ რადიაციის ძალიან მაღალ დონეს, მაგრამ შეუძლიათ მოკვდნენ, მიღებული სტრესით, ფსიქოლოგიური დარტყმის შედეგად.

17.
ვირთხა ერთადერთი ცხოველია ადამიანის შემდეგ, ვისაც შეუძლია სიცილი

18
ვირთხები ჩვენს მსგვსად ხედავენ სიზმრებს.

19.
ვირთების ოჯახი ფლობს ტერიტორიას, რომლის რადიუსი არის 150

20.
მეცნიერებს ააქვთ ვერსია , რომ დინოზავრები გადაშენდნენ ვირთხების გამო. ვირთხებმა, რომლებსაც ძალიან უყვართ კვერცხი, მასიურად გამოწოვეს დინოზავრების კვერცხები და ამით ხელი შეუშალეს მის გამრავლებას. ეს სიმართლეს გავს , რადგან ჩვენს დროში, ირლანდიაში ვირთხებმა შეჭამეს ყველა ტბის ბაყაყი.

21.
დიდი სამამულო ომის დროს, დაბომბვისას ადამიანები თავს აფარებდნენ სწორედ იმ სახლებს, რომლებშიც გარბოდნენ ვირთხები.

22.
ილინოისში, ვირთხის ბეიზბოლის ჯოხით მოკვლისთვის დაწესებულია ჯარიმა 1000 $

შავი ჭირი - ევროპის სენი

1347 წელს, შავი ზღვიდან სიცილაში დაბრუნებული გემების ეკიპაჟები დაიხოცნენ, მაშინ ყველას წყევლის მსხვერპლები ეგონა ეს ადამიანები. ვინ დაითვალა არ ვიცი, მაგრამ მაშინ თითოეულ გემბანზე   იმდენივე რაოდენობის ვირთხა იყო, რამდენიც მგზავრი. ზუსტად ვირთხები აღმოჩნდნენ ჯერ კიდევ უპრეცენდენტო დაავადების ყველაზე კარგი გადამტანები. შავი ჭირის მიკრობი ვირთხას რწყილის საშუალებით გადაეცემოდა. თითქმის ყოველი გაჩერებისას, გემებს ემატებოდნენ ახალი ვირთხები ახალი მიკრობებით. ჭირი ინფიცირებულ ვირთხას კლავდა. დახოცილი ვირთხის რწყილები ახლა უკვე ადამიანებზე გადადიოდნენ და აგრძელებდნენ მათ დაინფიცირებას

ყველაზე სრულყოფილი მღრღნელები

 

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ვირთხები ყველაზე სრულყოფილი მღრღნელები არიან. ისინი საკუთარი სრულყოფილებით უკან იტოვებენ ციყვებსა და თახვებსაც კი.
ადამიანისთვის დიდი ხანია ცნობილია, რომ ვირთხას შეუდარებლად შეუძლია ნებისმიერი ნივთის დაღრღნა. ამ შემთხვევაში კი ჩნდება კითხვა: როგორ ახერხებენ ასე მოქმედებას მხოლოდ ვირთხები და არა სხვა მღრღნელებიც?
ამ საკითხთან დაკავშირებით ბრიტანელმა, იაპონელმა და ფრანგმა მეცნიერებმა გამოკვლევა ჩაატარეს. როგორც აღმოჩნდა, მღრღნელები ორ კატეგორიად იყოფიან: ერთი კატეგორია წინა ეშვების გამოყენებით, მეორე კატეგორია კი უკანა კბილების გამოყენებით ღრღნის. რაც შეეხება ვირთხებს, ისინი მთლიან პირის ღრუს იყენებენ რაიმე ნივთის დასამუშავებლად.
ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ვირთხა რაიმე ნივთისდამუშავების" დროს სხეულის თითოეულ კუნთს იყენებს. იგი მაქსიმალურად მობილიზებულია და მუშაობის დროს იმდენად დაჭიმულია, რომ ქვასავით მაგრდება. ამ დროს კატასაც კი უჭირს მისთვის კბილების ჩავლება.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ათეულ ვირთხას მცირე დროში შეუძლია ზრდასრულ ადამიანს სერიოზული ზიანი მიაყენოს. ამავდროულად, ისინი მრავალი ინფექციის გადამტანები არიან. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ ცოფი, რომელიც განუკურნებდია და ვირთხის, ციყვისა თუ თახვის კბენის შემთხვევაში ადამიანმა შესაბამისი ვაქცინა აუცილებლად უნდა გაიკეთოს.  წყარო